Cases.ge წარმოადგენს ვებ-გვერდზე (www.cases.ge) განთავსებული პროდუქტის უშუალო გამყიდველს.
პროდუქტის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე.
თუ Cases.ge-ს ავტორიზებული პირის მიერ პროდუქტის მისამართზე მიტანის შემდეგ, მიმღები უარს განაცხადებს ნივთის ჩაბარებაზე, მიმღები ვალდებულია ხელი მოაწეროს უარის ფორმას, რომელშიც თავადვე უთითებს შეკვეთის უნიკალურ კოდს. მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს Cases.ge-ს საკონტაქტო ნომერზე და აცნობოს შეკვეთის გაუქმების შესახებ, ამასთან ვებ-გვერდის მომხმარებლის ანგარიშიდან გააუქმოს შეკვეთა. პროდუქტის ჩაბარებაზე უარის თქმა შეგიძლიათ, უარის შესაბამის ფორმაზე ხელმოწერის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ უარის ფორმაზე ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში ვებ-გვერდზე არ გაუქმდება უარის ფორმაში მითითებული უნიკალური კოდით განხორციელებული შეკვეთა, Cases.ge უფლებამოსილია თავად გააუქმოს შეკვეთა.
თუ მომხმარებელი პროდუქტის დაბრუნებას ან/და გადაცვლას გადაწყვეტს პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, იგი უნდა დაგვიკავშირდეს ნომერზე (+995) 555 606260