პროდუქტის მიწოდებას Cases.ge ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდა ვებ-გვერდიდან და მომხმარებელმა აირჩია ნივთის მიტანის სერვისი.
Cases.ge ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც იქნება მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია Cases.ge-ს ავტორიზებულ პირს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროდუქტის მოტანის შემთხვევაში Cases.ge-ს ავტორიზებული პირი წარმოგიდგენთ კონკრეტული შეკვეთის ინვოისს, რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს მიმღების მიერ.
Cases.ge პროდუქტის მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით განახორციელებს 1 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, თუ მიმწოდებლის შესაბამისი საწყობის სამუშაო საათები სრულდება მითითებულ დროზე ადრე და მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის მომზადებას ტრანსპორტირებისთვის, პროდუქტის ჩაბარება განხორციელდება მომდევნო კალენდარულ დღეს. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის განხორციელებისას მითითებული მისამართი არის თბილისის ფარგლებს გარეთ, ტრანსპორტირება განხორციელდება 2-5 სამუშაო დღის ვადაში.
ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ნივთების მიწოდების ვადები შესაძლოა შეიცვალოს.
თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება მიმწოდებელს და Cases.ge აღარ განახორციელებს ხელმეორედ პროდუქტის ტრანსპორტირებას.
მიტანის სერვისით მომსახურების საფასური – 4 ლარი თბილისი, 8 ლარი რეგიონები.
მიწოდების სერვისი – მთელი საქართველოს მასშტაბით.